„მამა მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა“ - შემზარავი დანაშაულის დეტალები | მამაკაცი დაკავებულია
1784896446
იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად" გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფით აკაცუკმა ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ხუბუა ასევე დასძენს, რომ წმინდა წერილის მიხედვით, იონა წინასწარმეტყველის სამი დღე ვეშაპის მუცელში ყოფნა და მისი იქედან გამოხსნა იესოს საფლავში ყოფნისა და მისი მკვდრეთით აღდგომის მომასწავებელი იყო, შესაბამისად ონისე ოქრიაშვილმა წმინდათან ერთად ქრისტეც შეურაცხყო თავისი ხუმრობით.
„იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად" გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფით აკაცუკმა ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა. და კიდევ: წმინდა წერილის მიხედვით, სამი დღის განმავლობაში იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი იქიდან გამოხსნა (რასაც ოქრიაშვილის ,,ვეშაპის მოჯ...ას" უწოდებს) სამი დღის განმავლობაში იესოს საფლავში ყოფნისა და მისი მკვდრეთით აღდგომის მომასწავებელი იყო. ასე რომ, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფა და დაცინვა ქრისტეს შეურაცხყოფასა და დაცინვასაც ნიშნავს.“- წერს ხუბუა X-ზე.