საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
თითქმის 2 კვირაა, ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და ვითარება სწრაფად იცვლება. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, სად იმყოფება ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი, რომელიც ირანულ „სეპაჰანში“ მცველის პოზიციაზე თამაშობს. ჩვენ მის მეუღლეს, ლინდა კიკოლაშვილს ვესაუბრეთ.
„გიორგი ირანში იმყოფება, თუმცა უსაფრთხოდ არის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ინტერნეტკავშირი არ გვაქვს. ვეხმიანებით საქართველოს საელჩოს მეშვეობით, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს საქართველოს მოქალაქეებისდამი“, - გვითხრა ფეხბურთელის მეუღლემ.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება. პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების, მაღალი ინფლაციისა და პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო.
საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 466-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
65 საათზე მეტია, რაც ინტერნეტი გათიშულია. ირანის კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მიიღეს.