ინოვა ISO 9001:2015-ის სერტიფიკატის მფლობელია!

ინოვა

კლინიკა „ინოვა“სამედიცინო სფეროში მაღალ სტანდარტებს აწესებს. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი პაციენტებისთვის საერთაშორისო დონის მომსახურების გაწევაა.  

კლინიკაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით „ინოვა“ ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი გახდა. ეს სერტიფიკატი მას საერთშორისო აკრედიტაციის ცენტრმა გადასცა.

გოჩა ჩუტკერაშვილი, „ინოვას“ კლინიკური დირექტორი, ნეიროქირურგი: ISO 9001:2015 სერთიფიკატი ენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შსაბამისობაში მოდიან ხარისხის ევროპულ სტანდარტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სერტიფიკატი მას ვერ მიენიჭება. ძალიან მოხარულები ვართ, რომ „ინოვამ“ დაიმსახურა ISO  სერთიფიკატი. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენი კლინიკის ხარისხი შეესაბამება იმ  სტანდარტებს, რომელსაც მოითხოვს საერთშორისო საზოგადოება.

„ინოვას“ თითოეული თანამშრომელი ზრუნავს კლინიკაში მაღალი სტანდარტის მომსახურების შექმნაზე. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ISO  სერთიფიკატის გადმოცემა და იმედს გამოვთქვამ, საქართველოში ყველა კლინიკა შეძლებს ამ სტანდარტის შესაბამისი მომსახურების გაწევას.

გიორგი ყიფიანი, „ინოვას“ გენერალური დირექტორი: „ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კლინიკაში ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტებისა და მომსახურების კულტურის ამაღლებაზე, რაც  საშუალებას გვაძლევს, უკეთესად ვუპასუხოთ პაციენტების მოთხოვნებს, უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება და მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურეობა.

ჩვენს ჯგუფში შემავალ დაწესებულებებში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა მართვისა და ხარისხის კონტროლის სისტემების გაუმჯობესებაზე. გასული წლის განმავლობაში შემუშავდა უფრო მეტად ეფექტური პროცედურები, მეტი გამჭვირვალობისა და მუდმივი განვითარების მიზნით დაინერგა ხარისხის მართვის ახალი საზომი პარამეტრები. ამჟამად ამ მიმართულებით კვლავ განვაგრძობთ მუშაობას და ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ხარისხის აკრედიტაციის მოპოვებასა  და საერთაშორისო სერტიფიცირებას.