ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონს ესტუმრა - „ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით“

ილია თოფურია

UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა. ინფორმაციას მწერალი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით. მიხარია, რომ ამ ელჩის ტიტულს მეც ვატარებ რამდენიმე თვეა.

ილია შესანიშნავი სპორტსმენი და მოქალაქეა. მან საკუთარი საჩემპიონო ჰონორარით სოლიდური სიმსივნის დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა“, - წერს გიორგი კეკელიძე.