GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

gwp

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება 1.6 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.

ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს

მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.

✕