გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

„26 ნოემბერი, 2026, ახალი წინასწარმეტყველება.
მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი. 

1. თბილისი - დიდუბე - ყურადღება დიდუბისა და მიმდებარე ქუჩების ტერიტორიას. ხილვაში კორპუსის ჩამონგრევის მძიმე თემა იკვეთება.
2. გაზთან დაკავშირებული საფრთხე - კვლავ ჩნდება გაზის თემა. მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის სისტემების გამართულობასა და უსაფრთხოებას.
3. მომღერალი ქალი - მძიმე მინიშნება უკავშირდება ქალ მომღერალსა და გარდაცვალების თემას.
4. იტალია, ესპანეთი, თურქეთი - ამ სამ ქვეყანაში იკვეთება გავლენიანი პირების დაკავებისა და გახმაურებული სამართლებრივი პროცესების თემა.
5. სარკინიგზო ტრანსპორტი - ყურადღება მიაქციეთ მატარებელსა და სარკინიგზო მიმართულებას. ხილვაში მძიმე ინციდენტის თემა ჩანს.

6. ბაზრობები და მნიშვნელოვანი შენობა - ხანძრის საფრთხის თემა იკვეთება ბაზრობების მიმდებარედ, ასევე ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან შენობას.

ზოგჯერ გაფრთხილება მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ჩვენი ხალხი და მთელი მსოფლიო“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში.

✕