ტრაგედია საგარეჯოში - 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
1778847540
გლდანის რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ამჯერად, ახალი სკვერი მე-6 მიკრორაიონში მოეწყო, სადაც მოსახლეობის ჩართულობით, 12 ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა.
დაახლოებით, 1 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა საქანელა - სკამები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარი დაიხარჯა.