1788430468
გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 51-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელი შვილისთვის სასკოლო ფორმა შეიძინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„განათლების მინისტრი 51-ე საჯარო სკოლაში, შვილთან ერთად ფორმის შესაძენად მოვიდა ❤️”, - წერს ფეისბუქ მომხმარებელი სოფო განუგრავა.









