„ივნისში ტემპერატურა მოიმატებს და +30 გრადუსი დაფიქსირდება“ - ამინდის უახლესი პროგნოზი
1779996783
ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი აქტუალური თუ იქნება, მოცემულობაა რომ გარკვეული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება უკვე დიპლომატიურ აკადემიაში დაიწყება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, დიპლომატიის აკადემიასთან თანხვედრაში მყოფი ფაკულტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში მილევად რეჟიმში გადავა
„ცნობილი დიპლომატიური აკადემია ვენაშია, რომელიც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს შექმნილი. სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, რომ თავის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება შექმნას. დიპლომატიური აკადემია რომ საჭიროა, ეს ნათელია. ეს აკადემია კონკრეტულ ფუნქციას შეასრულებს. თუ იქ იქნება თანხვედრა გარკვეულ მიმართულებებთან, მაშინ ის პრინციპი იმოქმედებს, რაზეც რეფორმაა დაფუძნებული – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თუმცა, არავინ არაფერს აუქმებს. თუ ეს პრინციპი აქტუალური იქნება, მოცემულობაა რომ გარკვეული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება უკვე დიპლომატიურ აკადემიაში დაიწყება. უნდა ვნახოთ, რა პროგრამების ავტორიზაცია მოხდება და ა.შ. ახლა ჯერ საკანონმდებლო კუთხით ხდება მისი დაფუძნება, რასაც შემდეგ პროცედურები მოჰყვება, მათ შორის ავტორიზაცია და ა.შ. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს მიმართულება ავტორიზაციას გაივლის, უნივერსიტეტში, სადაც ეს მიმართულება ისწავლება, მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში.
ხაზს ვუსვამ, რომ ეს თანხვედრაშია ბაზრის კვლევასთან. ისევე, როგორც სხვა მილევად რეჟიმში მყოფ ფაკულტეტებზე პროფესორ-მასწავლებლებს ვთავაზობთ, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს როგორც მილევად რეჟიმში მყოფი საგნების სასწავლებლად, ასევე ვთავაზობთ, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს იმ უნივერსიტეტებში, სადაც „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ მოქმედებს. ვაპირებთ, რომ ამ ადამიანებს ისეთი სახელფასო პოლიტიკა შევთავაზოთ, სადაც ეს ადამიანები ერთ უნივერსიტეტზე იქნებიან მიმაგრებული, შესაბამისად, დანარჩენ სამ უნივერსიტეტში ადგილები გამოთავისუფლდება. რაღაც პერიოდში შეიძლება საკადრო დეფიციტიც გვქონდეს. ჩვენი მიზანია, რომ კადრების შენარჩუნება მაქსიმალურად მოხდეს, მაგრამ უნივერსიტეტების ავტონომიურობიდან გამომდინარე, ეს უნივერსიტეტების შიდა გადასაწყვეტი საკითხია“, – განაცხადა მიქანაძემ.