ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება მკვეთრად გაიზარდა - "ღორის გრიპის“ პარალელურად ქვეყანაში A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.
პაციენტებს უმეტესად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, ასევე მადის დაქვეითება.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 65% შემთხვევების, როდესაც ლაბორატორიული დადასტურება მოხერხდა, არის სწორედ H3N2 გრიპის ვირუსი, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი. შემთხვევათა 2%-ში ეს არის H1 ტიპის ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ღორის გრიპის ვირუსი. შემთხვევების 70 % ეს არის გრიპი, რაც აისახება კიდეც მიმართვიანობაში. მოსახლეობის რა ფენა მიეკუთვნება გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს: ეს არის 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.