1769284719
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნატახტარი, წეროვანი, გოროვანი, ჩარდახი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტების ნაწილს თბილისის მუნიციპალიტეტში - ზაჰესში, მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში.
კომპანია განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.










