საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
ქუთაისში, ავარიის დროს დაშავებული მეექვსე მგზავრი, რომელიც რამდენიმე დღე კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ეკა, მირანდა... გამიგია თქვენი მეგობრობის შესახებ, როგორი მყარი მეგობრობა გქონდათ. ისევე გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში, ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის. მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით.
არასდროს დამავიწყდება თქვენი ჟრიამული, თქვენი ღიმილი, არასდროს დამავიწყდება ისიც, როგორ ხელჩაკიდებული მორბოდით... რომ დამინახავდით, ორივე როგორ თბილად ჩამეხუტებოდით და მეტყოდით, მარი-მარი, ჩვენ ძალიან გვიყვარხარო და ისევ თბილად ჩამეხუტებოდით.
დამაკლდება თქვენი სითბო მაგრამ გამახსენდება ის, რომ ჩემი ორი და ერთად არის იმ ქვეყნად. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი და ნათელი თქვენს ხსოვნას“, - დაწერა გოგონების მეგობარმა.
ასევე ნახეთ:
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1754319755
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603