„გაუსაძლისი ტკივილები აქვს, არ მინდა დედის დაკარგვა...“ - ოთხი შვილის დედას, 42 წლის სოფიოს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

სოფიო

4 შვილის დედას, 42 წლის სოფიო ჯანიბეგაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ქალს საშვილოსნოს ყელის კიბო დაუდგინდა.

„ძალიან მძიმე ვითარება მეტასტაზები გავრცელდა ორგანიზმში ისევ უნდა მოგმართოთ თხოვნით, სასწრაფოდ გვესაჭიროება საზღვარგარეთ გადაფრენა და მკურნალობა.

თითო ლარი მნიშვნელოვანია სოფოს სიცოცხლისთვის. ეს არის კატე და მრტ დასკვნები დეტალურად წერია ყველაფერი.

საზოგადოების დახმარება 42 წლის ქალს, 4 შვილის დედას სჭირდება. დაუდასტურდა საშვილოსნოს ყელის კიბო, მესამე სტადია. ამოჰკვეთეს, თუმცა, სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობით გართულდა სიტუაცია. გამოწერიდან მეორე დღეს დაეწყო ჩირქოვანი გამონადენი, გამოყარა ძაფები და აეწია ტემპერატურა. დღემდე აქვს გაუსაძლისი ტკივილები გულის წასვლამდე, ამ ყოველივეს დაემატა შარდის შეკავება, რის გამოც, ორივე თირკმელში უდგას მილები. სახსრები აღარ გვაქვს მისი გადარჩენის... აღარ ვიცი, რა ვქნა, არ მინდა დედის დაკარგვა. ექიმები გვეუბნებიან, რომ აქ ვეღარაფერს უშველიან და მხოლოდ მორფის საშუალებით უყუჩებენ ტკივილს. გთხოვთ გულისხმიერება გამოიჩინეთ, თითომ რომ ლარი ჩარიცხოს, მოგროვდება. საზღვარგარეთ საჭიროებს მკურნალობას ამჟამად წევს საავადმყოფოში და ხარჯებსაც ვერ ვფარავთ“ - მიმართავს საზოგადოებას ახალგაზრდა ქალის შვილი.

🔵TBC- #GE83TB7288545064300029
მიმღები - სოფიო ჯანიბეგაშვილი

🟠საქ- #GE84BG0000000542342012მიმღები - სოფიო ჯანიბეგაშვილი