1692302192
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქეს მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა.
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.