ლევან მახაშვილი: ამდენი ხანი როცა გეუბნებიან და არ იგებ, გიხსნიან და მაინც მიდიხარ იმ ადამიანებთან, ვისაც დამხობის მცდელობა ჰქონდა, შეხვედრას აზრი ჰქონდა დაკარგული

ლევან მახაშვილი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფოს დამამხობლებთან მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამაზე უარესი სხვას რას უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრს სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ შეხვედრა გაეუქმებინა.

„არ შევალ იმ საბავშვო ბაღში, რაც მათ მოაწყვეს. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა წითელი ხაზები გადაკვეთა და მიუღებელი იკადრა, პრემიერ-მინისტრს სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაეუქმებინა შეხვედრა. ამ ქალბატონს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, სურვილის შემთხვევაში, მოესმინა და გაეაზრებინა ის, თუ რა იგეგმებოდა, რა მოხდა. მით უმეტეს, ამდენი დღის გასვლის შემდეგ, როცა ყველაფერი ხელის გულზეა. მან ეს არ ისურვა. ამიტომ, ამ შეხვედრასაც აზრი ჰქონდა დაკარგული, როცა ამდენი ხანი ვერ გაიგე, გეუბნებიან და არ იგებ, გიხსნიან და მაინც მიდიხარ იმ ადამიანებთან, ვისაც დამხობის მცდელობა ჰქონდა, ამ შეხვედრას აზრი ჰქონდა დაკარგული“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.