ინფორმაცია პენსიის მიმღებთა საყურადღებოდ
1760596421
დაიან კიტონის გარდაცვალების შემდეგ მისი ახლობლები მსახიობის შესახებ საუბრობენ.
PEOPLE-ისთვის ექსკლუზიურ განცხადებაში ოსკარის მფლობელი მსახიობის ოჯახმა დაადასტურა, რომ ის 11 ოქტომბერს პნევმონიით გარდაიცვალა. ოჯახმა ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიტონების ოჯახი ძალიან მადლიერია იმ არაჩვეულებრივი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღეს მათი საყვარელი დაიანის სახელით, რომელიც 11 ოქტომბერს პნევმონიით გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, დაიან კიტონი 79 წლის იყო.
კიტონს, რომელმაც პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა, ცნობილ ფილმებში აქვს როლები შესრულებული, მათ შორის, "ნათლია," "ენი ჰოლი," "სიყვარული წესების გარეშე" და "პირველი ცოლების კლუბი".