ექიმის რჩევები, თუ ფუტკარმა, კრაზანამ ან ბზიკმა გიკბინათ
1760003960
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტს ჰარმ პეტერს, სამუშაო შეხვედრის ფორმატში უმასპინძლა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ჰარმ პეტერსმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოთხ ძირითად კომპონენტზე:
საქართველოში სამედიცინო განათლების მართვის პროცესების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან;
აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;
მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების ინსტიტუციური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაძლიერება;
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურების თანამშრომლები.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (AMSE) ქმნის სივრცეს ევროპული უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებისთვის/სკოლებისთვის, სადაც შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება სამედიცინო განათლების, კვლევისა და მენეჯმენტის მიმართულებებით.