გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. შეხვედრაზე მხარეებმა დარგობრივი განათლების და მეღვინეობის მიმართულებით ცოდნის გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.იტალიის ელჩის განცხადებით, არსებობს სრული მზადყოფნა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.