გამონაბოლქვი გაკონტროლდება და მძღოლები დაჯარიმდებიან - ნახეთ, რომელ ქალაქებში ამოქმედდება კანონი

გამონაბოლქვი

გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს.

გარდა ამისა, გეგმაში ნათქვამია, რომ კონტროლი უნდა დაიწყოს დასაწყისისათვის მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. 

„კერძოდ, დეპარტამენტი უზრუნველყოფს იმ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დაჯარიმებას, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველობა გადააჭარბებს დადგენილ ნორმას“, - წერია სამთავრობო გეგმაში.