ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც

policiis lenti

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.