რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
ბათუმში, ე.წ. ბონის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა 43 წლის მამაკაცს, როლიკა დავითაძეს, რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ქუჩაში იდგა, როდესაც მის მიმართ სროლა დაიწყო. მათი ინფორმაციით, დამნაშავე მას ჩაუსაფრდა.
„რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე, 7 თუ 8 გასროლა იყო, მერე გავიგე, რომ ახალგაზრდა კაცი მოუკლავთ... გამიზნულად ჰყავს მოკლული, ეტყობა განზრახ გამიზნული მკვლელობა იყო...“, – ამბობს ადგილობრივი.
მოკლულის ნაცნობები ამბობენ, რომ როლიკა დავითაძე ხელვაჩაურის სოფელ ფერიაში ცხოვრობდა და მას დადებითად ახასიათებენ.
„ძალიან მშრომელი და პატიოსანი ბიჭი იყო, ყველას გვიკვირს როლიკას მკვლელობა... შვილის თვალწინ არის მოკლული და მართლა გაოგნებულები ვართ ამ ამბით“, – აცხადებს ადგილობრივი.