Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო

სამსუნგი

25 თებერვალს, სან-ფრანცისკოში Samsung Electronics-მა წარადგინა Galaxy S26 სერიის სმარტფონები, და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მობილური ტელეფონი მხოლოდ მოწყობილობა არ არის.  ეს  არის პირადი AI ასისტენტი, რომელიც სწავლობს შენს ჩვევებს, ერგება შენს ტემპს და ყოველდღიურობას უფრო მარტივს, სწრაფსა და დაცულს ხდის.

საქართველოში Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო, ხოლო პირველ მყიდველებს ექსკლუზიური საჩუქრები ელით:

Galaxy S26 Ultra - საჩუქრად Galaxy Buds4 Pro

Galaxy S26 ან S26+ - საჩუქრად Galaxy Buds4

არ დაგავიწყდეს შეიძინო Galaxy S26 სერიის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ავტორიზებულ პარტნიორ მაღაზიებში. გახსოვდეს ჰოლოგრამა გიცავს.

Privacy Display | კონფიდენციალური ეკრანი 
პირადი სივრცე საჯარო ადგილებში
დღეს ჩვენი სმარტფონი მხოლოდ ნივთი არ არის, ის ჩვენი პირადი სამყაროა, რომელსაც ხშირად ხალხმრავალ ადგილებში ვიყენებთ. სწორედ აქ ჩნდება დისკომფორტი და კითხვა - როგორ დავიცვათ პირადი სივრცე საზოგადოებრივ ადგილებში?

ამ კითხვაზე საპასუხოდ Samsung-მა უსაფრთხოების სრულიად ახალი სტანდარტი - A New Layer of Privacy შექმნა, რომელიც უბრალოდ პროგრამული განახლება არაა. ფუნქციაზე მუშაობა 5 წელზე მეტი გრძელდებოდა.

 

მოწყობილობა აღჭურვილია მსოფლიოში პირველი ჩაშენებული Privacy Display-ით, კონფიდენციალური ეკრანით - ინოვაციური ტექნოლოგია პიქსელების დონეზე აკონტროლებს ეკრანის ნათების გავრცელებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე არსებული ინფორმაცია მხოლოდ შენთვისაა ხილული, ხოლო გვერდით მყოფთათვის დაფარულია.

უფრო მეტიც,  შენ შეგიძლია დააყენო, როდის გსურს გააქტიურდეს დაცვის სისტემა, მაგალითად, საბანკო ოპერაციების შესრულებისას ან პაროლის შეყვანის მომენტში.

გარდა ამისა, Partial Screen Privacy ფუნქცია საშუალებას გაძლევს, დაფარო მხოლოდ ეკრანის ის ნაწილი, სადაც შეტყობინებები ჩნდება, რათა შენი მიმოწერა მუდამ დაცული იყოს.

შეუზღუდავი სიმძლავრე

Galaxy S26 Ultra-ში ჩაშენებული მობილური პროცესორი - Snapdragon® 8 Elite Gen 5 Mobile Platform for Galaxy - საკუთარ კლასში საუკეთესო პერფორმანსს უზრუნველყოფს.

CPU-ს, GPU-სა და NPU-ს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხელს უწყობს სისტემის უფრო სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას, რითაც სმარტფონი იდეალურად ერგება შენი ცხოვრების ტემპს.

Galaxy S26 Ultra-ს აქვს Super Fast Charging 3.0 ფუნქცია. ის მინიმუმამდე ამცირებს სმარტფონის დამუხტვის დროს და გაძლევს საშუალებას, სულ რაღაც 30 წუთში ელემენტი 75%-მდე შეავსო.

პროფესიონალური კონტენტი ზემდეტი ძალისხმევის გარეშე

გარდა ამისა, Galaxy S26 Ultra პირველი მოწყობილობაა, რომელსაც APV მხარდაჭერა აქვს. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია მაღალი ხარისხის ფროდაქშენისთვის.

APV მხარდაჭერა უზრუნველყოფს ვიდეოს ხარისხის შენარჩუნებას ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, მრავალჯერადი დამუშავების შემდეგაც კი.

შედეგად, პროფესიონალური ვიდეო კონტენტის შექმნა შენთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს.

Galaxy AI-ის დახმარებით კი, ფოტოებისა და ვიდეოების რედაქტირება ახლა უკვე მარტივი სიტყვიერი ბრძანებებითაა შესაძლებელი.

თუ აქამდე რთული კადრების დამუშავება, დეტალების აღდგენა ან რამდენიმე ფოტოს სინთეზი მხოლოდ პროფესიონალებს შეეძლოთ და დიდ დროს მოითხოვდა, Galaxy S26-ით ეს ბარიერი სრულიად ქრება.

ახლა ყველაფერი წამებში, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სრულდება - შენ უბრალოდ საკუთარი სიტყვებით უხსნი სმარტფონს სასურველ ჩანაფიქრს, Galaxy AI კი მას მყისიერად რეალობად აქცევს.

ახალ სერიაში გადაღების, რედაქტირებისა და გაზიარების პროცესი ერთიან სივრცეშია მოქცეული, რაც შემოქმედებით პროცესს ბევრად უფრო ბუნებრივს, სწრაფს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

აღმოაჩინე შენი პირადი  AI ასისტენტი Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორებთან, გახდი ახალი Galaxy S26 სერიის მფლობელი და დასაჩუქრდი.