გაიცანით სასწრაფოს ექიმები, რომლებმაც კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

სასწრაფოს ექიმები

ფეისბუქ გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გამოძახების ადგილი - ქუჩა, ლოზუნგი- უგონო

გამოძახების ადგილზე მისულ 0929 ბრიგადას შუახნის მამაკაცი გულის გაჩერებით დახვდათ. ექიმი ინგა მანჯავიძის თქმით, პაციენტს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევითი გამვლელი, ჩვენი ცენტრის პარამედიკოსი, ნანა ეფრემიძე, გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პაციენტის გადარჩნაში.

ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო. დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცს საკმაოდ დატვირთული ანამნეზი - გულის იშემიური დაავადება და სტენტირება ჰქონდა.

#გვემაყება ექიმი ინგა მანჯავიძეუმცროსი ექიმი მარიამ ოშხერელიმძღოლი ვალერიან გელაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

„ახლა პირში წყლის ჩაგუბების დრო არ არის“ - როგორია დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

„20 წლით უფროსი ვარ 70-ზე, არ ვამბობდი, რომ 90 წლის ვიყავი. მავიწყდებოდა...“ - ნუნუ დუღაშვილი

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი - ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია