1775678675
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ღვაწლმოსილ მსახიობს ნიარა ჭიჭინაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ღვაწლმოსილ მსახიობს ნიარა ჭიჭინაძეს შეხვდა და 80 წლის იუბილე მიულოცა.
ქალბატონი ნიარა 1972 წლიდან ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 55-ზე მეტი როლი.
„ქალბატონი ნიარას სახელი ფოთის სცენასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. განსაკუთრებული სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება თეატრს. მადლობა მინდა გადავუხადო მას მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისა და კულტურის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა.
ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, ნიარა ჭიჭინაძეს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ იგი დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით.












