„ფეისბუკის“ ახალ წესთან დაკავშირებით, ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

facebook

ბოლო რამდენიმე საათია, სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომელიც ფეისბუკის ახალ წესს უკავშირდება. „ფეისბუკ“ პოსტით ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლე მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, META-ს განცხადება არ გაუვრცელებია, შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციაა:

არ დაგავიწყდეთ, ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი (aka... new name, META), სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა! მე არ ვაძლევ უფლებას Facebook-ს ან Facebook-თან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას, გამოიყენოს ჩემი წარსული, ან მომავალი ფოტოები, ინფორმაცია, შეტყობინებები ან პოსტები.

ამ დეკლარაციით ვაცნობ Facebook-ს, რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ პროფილის ან/და მისი შინაარსის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება, ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება.

კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება კანონით.

შენიშვნა: Facebook ახლა არის საჯარო დაწესებულება. ყველა წევრმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი შენიშვნა.

ნებისმიერს შეუძლია დააკოპიროს და ჩასვას ეს ვერსია. თუ ერთხელ მაინც არ გააგზავნით განცხადებას, ეს უპირობოდ საშუალებას მისცემს გამოიყენოს თქვენი ფოტოები და ინფორმაცია თქვენი პროფილიდან და სტატუსის შეტყობინებებიდან. არ გააზიაროთ. დააკოპირეთ და ჩასვით“.