„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ - ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს
1792952889
პროფესორი და ფსიქიატრი, თათა ასათიანი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ აცხადებს, რომ შეხედულება მცირე რაოდენობით ღვინის სარგებლიანობაზე მცდარია. მისივე თქმით, როდესაც ადამიანი სისტემატურად იღებს ალკოჰოლს, ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც გარკვეული ორგანოების დაზიანებას იწვევს.
„ადამიანებს აქვთ პოზიცია, რომ მცირე რაოდენობით ღვინო, განსაკუთრებით წითელი ღვინო არის სამკურნალო ნერვული და გულ-სისხლძარღვთა
სისტემისთვის. ამ მიდგომას გარკვეული საფუძველიც აქვს და ეს არის ის, რომ ყურძნის კანში, განსაკუთრებით შავი ყურძნის კანში არის ნივთიერება, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს აზრი დაკავშირებულია ამასთან. თუმცა ბოლო კვლევების მეშვეობით ეს მიდგომა აღარ არის გამართლებული.
როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით, თუმცა სისტემატურად იღებს ალკოჰოლს. ამ დროს არ არის ჩამოყალიბებული თავად, მაგრამ ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც გარკვეული ორგანოების დაზიანებას იწვევს“, – აღნიშნავს თათა ასათიანი.