სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა... - თვითმხილველი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე
1780238844
რა არის კანის ონკოლოგიის გამომწვევი მიზეზები? - გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი ლალი მეკოკიშვილი:
- მხოლოდ მზე არ არის ბრალდებული, რომ კანის ონკოლოგია ვითარდება და თანაც, კანის სიმსივნეს გაჩნია. არანეოპითელიური კანის სიმსივნეების შემთხვევაში უპირატესი როლი მზეს უკავია, ამიტომ ჩნდება კანის ღია ადგილებზე და არის დაგროვებითი, კუმულაციური დოზის შედეგი, ამიტომ ასაკოვნებს უფრო ხშირად ემართებათ, თუმცა გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყოველთვის ვეკითხებით პაციენტს, მის წინაპრებს ხომ არ ჰქონდათ ან თვითონ ხომ არ ჰქონდა კანის სიმსივნის რამე გამოვლენა. ზოგჯერ იციან ხოლმე, რომ სხვა სიმსივნეც მოიყვანონ მაგალითად, თუმცა სხვა სიმსივნის განვითარება კანის სიმსივნის განვითარების რისკებს ნაკლებად ეხება.
რაც შეეხება მელანომას, ეს მაინც უფრო მეტად მულტიეტიოლოგიურია. გენეტიკურ ფაქტორს აქვს ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა და მნიშვნელობა აქვს არა დაგროვებით დოზას, არამედ ინტენსიურ გამოსხივებას. ამიტომ არის სწორედ, რომ სოლარიუმი ითვლება მელანომის რისკის მაღალ ფაქტორად, იმიტომ რომ სოლარიუმში გამოიყენება მაღალი ინტენსივობის სხივი, რომ დიდხანს არ გაჩერდეს ადამიანი და მალე მიიღოს რუჯი. შესაბამისად, ეს ინტენსიური გამოსხივება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, თვრამეტ წლამდე ასაკში, ორმაგად ზრდის მელანომის განვითარების რისკს. ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით.
მე მაინც დავამატებდი, ახალგაზრდობის შენარჩუნების ჭრილში, რომ შეუძლებელია კანის ახალგაზრდობის შენარჩუნება ინტენსიური მზის გამოსხივების, მთელი ცხოვრების მანძილზე მზის, ასე ვთქვათ, ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, იმიტომ რომ მზე არის ნამდვილად ეტიოლოგიური ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც იწვევს კანის დაბერებას. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია... ლაქების გაჩენას, ნაოჭების გაჩენას და დაბერებას...