დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
გავრცელებული პრობლემა, როდესაც სხეულის დაბალი მასის მიუხედავად მუცლის არე გამოკვეთილად ჩანს, ხშირად არა ჭარბ წონასთან, არამედ ხერხემლისა და კუნთოვანი სისტემის ფუნქციურ დარღვევებთან არის დაკავშირებული. პროფილაქტიკური მედიცინის ცენტრ „Aura Plus Centre“- ის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მანუალური თერაპევტი ალექსანდრე გუგუშვილი დგომის მანერის ცვლილებასა და წელის არეში არსებულ პათოლოგიურ პროცესებზე ამახვილებს ყურადღებას.
მანუალური თერაპევტის განმარტებით, აღნიშნული ვიზუალური ცვლილება პირდაპირ უკავშირდება წელის მალებისა და კუნთების ტონუსის დარღვევას:
„გამხდარია გოგო, მაგრამ მუცელი მაინც უჩანს, რაღაცნაირად გამოწეულია წინ. ძალიან ხშირად გვხვდება ასეთი, მით უმეტეს გოგოებში. ეს არის უეჭველი პრობლემა წელის მალების, წელის კუნთების ტონუსი, რაც ჭიმავს მალებს ერთმანეთის მიმართებით. შორს არ არის ის შედეგი, რომ პრობლემები და დეფორმაციები წარმოიქმნას წელის არეში, რომელიც თავის მხრივ შემდგომში გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციებს – პრობლემებს უქმნის [ორგანიზმს], იწვევს ტკივილებს ციკლის პერიოდში, წელის სისუსტესა და ფეხის ტკივილებს.“