1788370800
ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება
ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება.
თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრში სტუმრები შეძლებენ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ეროვნული პარკის, მისი ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და არსებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ. ასევე, ადგილზე შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი მოგზაურობა და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი.
ერუშეთის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების (BSLD) პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
ერუშეთის ეროვნული პარკი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს და მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტებით გამოირჩევა.








