შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1788539589
მსახიობი ლელა მებურიშვილი გადაცემა, „მადის აღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ყოველდღიურობის, ოჯახური რუტინისა და პირადი ჩვევების შესახებ გულახდილად ისაუბრა.
„მართლა მომწონს, როდესაც სახლში ვარ და ხალათი არ მაცვია. დილითაც, როცა ვდგები... მახსოვს, ლონდონში როცა გადავედით და ბავშვები სკოლაში მიმყავდა, მაკიაჟს საერთოდ არ ვიყენებდი, არც ლაქი მესვა და სრულიად ბუნებრივად ვიყავი. სულ მოკლე თმა მქონდა, არც კი ვივარცხნიდი, მაგრამ მაინც ლამაზად მეყენა.
ერთ-ერთი თანაკლასელის მშობელმა მითხრა: „ძალიან ნერვებს მიშლი, დილით ბავშვები სკოლაში რომ მოგვყავს, ყველანი გაწეწილები ვართ და შენ კი ასე ლამაზად ჩაცმული და მოწესრიგებული მოდიხარო“. შოკში ჩავვარდი, რადგან, მეც, უბრალოდ, დილით რაღაც გადავიცვი და ისე გავედი. თუმცა, ეს საქართველოდან გამოყოლილი ჩვევა, აუცილებლად ფორმაში ყოფნა, მაინც კარგია. მთავარია, ამას საკუთარი თავისთვის აკეთებდე და არა სხვის დასანახად“, - თქვა ლელამ.