ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 1 ივნისს ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართება

ბავშვთა დაცვის დღე

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მისულ ვიზიტორებს ეკოშემეცნებითი აქტივობები, მცენარეების დარგვის მასტერკლასი, ჯამბაზის წარმოდგენა, ხატვის მასტერკლასი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის იქნება უფასო.