გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, რომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე გასახდომი ინექციების გამოყენება არ შეიძლება.
სპეციალისტმა ისაუბრა მესამე თაობის პრეპარატზეც, რომელიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ გადის დაკვირვების ეტაპებს მეცნიერების მხრიდან:
„ექიმის გარეშე გასახდომი ინექციების გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ შეიძლება იმ ეტაპზე არა, როდესაც იკეთებ, მაგრამ შემდეგ სავალალო შედეგი იყოს და წლები დასჭირდეს თერაპიას სხვადასხვა კლინიცისტებთან. ძირითადად ეს მესამე თაობის პრეპარატი, აქტუალური იქნება 2027 წლიდან, რადგან ჯერ კიდევ გადის კლინიკურ დაკვირვებას, მეცნიერები სიღრმისეულად სწავლობენ. ეს ახალი პრეპარატია, მესამე თაობის, ესეც აგონისტია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ პრეპარატების მთელი შედეგი რაზეა? – ის რაც ჩვენ ბუნებრივად გამოგვეყოფა ნაწლავებში, ანუ ჰორმონი, იმათ შედეგს იმეორებს და თუ მაგალითად უჯრედის რეცეპტორი წარმოვიდგინეთ როგორც საკეტი, ის არის გასაღებივით, რომელიც გააღებს და იწყებს თავის მოქმედებას და რა თქმა უნდა ეს მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში თუ ადამიანს აქვს ჩივილები ან დაავადება, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ან სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ…“, – ამბობს ნუტრიციოლოგი.