„ეპილეფსია აქვს, თითქმის 24 საათია, ვეძებთ...“ - დაკარგული 9 წლის ბიჭის მამიდა

ბიჭი

ბოლნისში, 9 წლის დაკარგულ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი გუშინ დილის 11 საათზე მდინარეზე ჩავიდა, მას შემდეგ კი აღარავის უნახავს. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

„პრაიმტაიმი“ არასრულწლოვნის მამიდას ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ამ დროისთვის არანაირი სიახლე არ არის. ბავშვს თითქმის 24 საათია ეძებენ.

გუშინ მამიდამ თქვა, რომ ბავშვი ბოლოს მდინარესთან შენიშნეს.

„სახლთან ახლოს გვაქვს მდინარე. იქ ჩადის ხოლმე და თამაშობს. დილას, რომ ჩავიდა, ამოსულა და მეორე მხარეს ნახირს დევნიდა. ამის მერე ბავშვი აღარ გამოჩენილა. ადგილობრივმა ბავშვმა ნახა ბოლოს. შშმ პირია, ეპილეფსია აქვს. უკვე 6 საათია ვეძებთ...“, - ამბობს ბავშვის მამიდა.

„თუ ფლობთ დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაციას დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე – 595 74 84 70“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.