1779997674
,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ხვალ, 08:00 საათიდან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძეგვი, არმაზი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხადა, ჯაღმიანი, ზაქათკარი, წკერე და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779996083











