დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
„ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 10:00-დან 18:00 საათამდე, აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა. ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ლეხ და მარია კაჩინსკების, კობალაძის, ინასარიძის, ნინოშვილის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.