სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში, დიდგორში, ვეძისში, ზემოუბანში, თელოვანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სეთურნი, ქუმლისციხე, სოკურიანი, ზაქათკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შოთა რუსთაველის, ალ. ყაზბეგის, ჩარგალეთის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს თიანეთში ცხრაკარას, ქუმსიაშვილის, 26 მაისის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ცხვედიეთი, ხევშა, წითლიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.