„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს, 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, შეუწყდებათ 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, კაწალხევი, ნეძიხი, ქალილო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

სხვა სიახლეები:

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

VIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბა

8 ნივთი სახლში, რომელიც სიცოცხლეს ისე გვისწრაფებენ, ვერც კი ვხვდებით