ეკატერინე სისაური J.P. Morgan-ის, TBC Capital-ისა და Galt & Taggart-ის წარმომადგენლებს შეხვდა

 ეკატერინე სისაური J.P. Morgan-ის, TBC Capital-ისა და Galt & Taggart-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სექტორის უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan-ის

ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის წარმომადგენლობის (CEEMEA) მმართველ დირექტორს სტეფან ვაილერსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც TBC Capital-ისა და Galt & Taggart-ის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, მიზნად ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და J.P. Morgan-ის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის არეალის გაფართოებას ისახავდა, TBC Capital-ისა და Galt & Taggart-ის ჩართულობით.

შეხვედრაზე სტეფან ვაილერმა ეკატერინე სისაურს კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები გააცნო. საუბარი შეეხო საპროცენტო განაკვეთების დინამიკას, მოსალოდნელ ტრენდებსა და ფინანსურ შედეგებს. თავის მხრივ, ეკატერინე სისაურმა, სტუმრებთან, კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები მიმოიხილა. აღნიშნულ იქნა კომპანიის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება, რაც მისი ფინანსური შედეგებითაა განპირობებული.

მხარეებმა, შეხვედრის დასასრულს, პარტნიორობის გაღრმავების სურვილი და მზაობა გამოთქვეს.