ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო... - ეკა კუპატაძემ საქმიდან ახალ დეტალებზე ისაუბრა

ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქმიდან რამდენიმე ახალ დეტალზე ისაუბრა. 

„იცით, რომ ერთი მესიჯიც არ არის, სადაც ვინმე წუხდეს რომ გიგა მკვდარია. იცით რას ამბობს ანასტასია ბერუაშვილი? ვერ დაველოდები მე ალექსანდრე რიკაძეს, ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო. თავის თავს დარდობს. ნია იმნაძემ დამტოვა მარტო და ახლა იყოს მარტო თავადაცო. თავის თავს დარდობენ“ - ამბობს გადაცემაში ეკა კუპატაძე.

✕