სპეციალური ბრიფინგი შსს-ში - ამოღებულია 50 მილიონი ლარის ღირებულების 157 კილოგრამი „ჰეროინი“
1767165531
ძველ წელს რამე ნივთი უნდა გავატანოთ, რომ ნეგატიური ენერგიები არ გადმოვიდეს... - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს და შემდეგ რეკომენდაციას ავრცელებს:
„გარდამავალ წელს უნდა ვთხოვოთ, რომ ყველა ნეგატიური ენერგია, ემოცია, ბლოკი, განცდა, დანაშაული, რაც კი გვქონდა ამ წელს ჩადენილი, წაიღოს, მოგვაშოროს და შემდეგ წელს არ დაგვსაჯოს და არ იყოს ნეგატიური ენერგიები გადმოსული. მე პირადად, ძველ ფარდაგებს, რომელიც კართან დევს, ვყრი და ვამბობ, ძველი კვალი, ძველი წლის ნეგატივი ამათ გაჰყვეს. ამ დროს, უკვე მომზადებული გვაქვს ახალი. ასევე, კარგია ცოცხის, დაძველებული საფულის მოშორება. შეიძლება ეს იყოს ძველი მაისური, რომელიც აღარ გვინდა. მთავარია, რაღაც მოვიცილოთ“, - განმარტავს ეზოტერიკოსი.