„დიდი ტკივილი ხარ, ეს რა ტრაგედიაა...“ - ახალგაზრდა პედაგოგი მოულოდნელად გარდაიცვალა

ია ბეგაშვილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საბავშვო ბაგა-ბაღი 42 წლის პედაგოგს, ია ბეგაშვილს ემშვიდობება.
მუსიკის მასწავლებლის, ია ბეგაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზად, ახლობლები თრომბოზს ასახელებენ.

ბეგაშვილი წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მუშაობდა.

პედაგოგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

„ია როგორ მენანები, ეს რა ტრაგედიაა. დაუჯერებელია. ნათელში გამყოფოს უფალმა“

„დიდი ტკივილი ხარ“

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, როგორ მენანები“

„დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს ღმერთმა ნათელში ამყოფოს“,-წერენ სოციალურ ქსელში.