ავარია თბილისში - ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
1773342440
ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი" ლიკა გაგნიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სიმსივნის დიაგნოზის შესახებ ამცნო, სოციალურ ქსელში სამადლობელ პოსტს აქვეყნებს.
„უამრავი მესიჯია თქვენგან მოსული სანამ ყველას დაგიბრუნებთ პასუხს და ვნახავ. მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გვერდში დგომისთვის, გვერდში დგომაზე მეტია, დღეს თავიდან დავიბადე თქვენი წყალობით და იმედით ავივსე. არ ვიცი, როგორ დავიმსახურე ამხელა სითბო და ყურადღება თქვენგან, მაგრამ დღეს კიდევ დავრწმუნდი, რომ ღირს სიცოცხლეც და ცხოვრებაც, ბანალური იქნება ეს ჩემი სიტყვები, მაგრამ მეტი არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ“,- წერს გაგნიძე.