„დღეს შემთხვევით შემხვდა ცოცხალი ლეგენდა ნანი ბრეგვაძე... ჩამეხუტა და მითხრა...“ - სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი

ნანი ბრეგაძე და სალომე ბაკურაძე

მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში, ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს შემთხვევით შემხვდა, ჩემი ყველაზე სათაყვანებელი (სრულიად საქართველოსი, მაგრამ მგონია, რო მე ყველაზე ძალიან მიყვარს) ცოცხალი ლეგენდა და ნომერ პირველი ნანი ბრეგვაძე. ჩევეხუტე/ჩამეხუტა (სუნამოც შემიქო) და მითხრა რომ "მე არ შევმცდარვარ შენს შეფასებაში როდესაც აღმოგაჩინეო"  ჩემს გულის აჩუყებას ბევრი არ სჭირდება და ამ სიტყვების შემდეგ რას დავიმართებდი ალბათ ხვდებით? 

რომ დავმშვიდდი, ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში მთავარი “სიტყვა” თქვენ გეკუთვნით-თქო, როდესაც ,,ჯეოსტარის" პირველივე ტურის შეფასებისას წარმოთქვით “რა უნდა შევაფასო პროფესიონალი დგას სცენაზე და ვუსმენდი როგორც კოლეგასო".

მე პროექტი ამ სიტყვებით, პირველივე ტურში მოვიგეთქო.

მოეწონა, ხედავ რა კარგად მითქვამსო.

ნოდიკო ტატიშვილი, შენც გახსენეთ და მითხრა, გადაეცი ჩემგან, რო მაგარი ბიჭია, კაარგი მომღერალიო.

დიიიდხანს, ჯანმრთელი გვეყოლეთ ნამდვილო ვარსკვლავო", - წერს სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში და ნანი ბრეგვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.