ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულებისას გაცემულ თანხას ეხება
1780604202
ყოველთა წმინდანთა ხსენების კვირას კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს, წირვის შემდეგ კი იქადაგებს.
დღეს შიო მესამე შეხვდება და დალოცავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს, მოგვიანებით კი დალოცავს ახალ მონათლულებს. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 73-ე ეტაპი სამების საკათედრო ტაძარში დღეს გაიმართება. შიო მესამე ილია მეორის ტრადიციას განაგრძობს; დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ოჯახში დაბადებულ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავდა.