დღეს ნინოობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წარმოთქვათ

ლოცვა

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.

ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წარმოთქვათ:

ტროპარი
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.

კონდაკიმოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.