ცნობილი ხდება, ელისო კილაძის საქმის ახალი დეტალები
1771703495
დღეს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა.
ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს სამხედრო მოსამსახურეებმა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
მათ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
არჩილ ტატუნაშვილი რვა წლის წინ, 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.