ნახეთ ცვლილებები, რომელიც დღეიდან საქართველოში ამოქმედდა
1756710528
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. სურვილის შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.