ამინდი მკვეთრად შეიცვლება - მეტეოროლოგი უახლოეს დღეების პროგნოზს აქვეყნებს
1756712133
აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით, 622 ადამიანი დაიღუპა და 1 500-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ჩართულია ვერტმფრენებიც, რომლებსაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ზოგიერთ შორეულ დასახლებამდე მიღწევას.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
შეგახსენებთ, ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდა იყო.