როგორი ამინდი იქნება 4 სექტემბრამდე საქართველოში - მეტეოროლოგის პროგნოზი

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, ზაფხულის ბოლო დღეს საქართველოში მზიანი, ცხელი და მშრალი ამინდის პირობები იყო, რომელიც 1-ელ სექტემბერსაც შენარჩუნდება და კალენდარულად შემოდგომის პირველი დღე ისევ ცხელი და მზიანი იქნება.

„დასავლეთ საქართველოში, 1-ელ სექტემბერს ტემპერატურა +37, სანაპირო კურორტებზე +33, აღმოსავლეთ საქართველოში +36 გრადუსს მიაღწევს.

2 სექტემბერს, მთელს ქვეყანაში მოიღრუბლება და გვიან საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიკლებს.

3 სექტემბერს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, შედარებით აგრილდება ყველგან.

4 სექტემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს. გილოცავთ შემოდგომის მოსვლას, ეს სეზონი იმის დასტურია, რომ ცვლილებებიც შეიძლება ლამაზი იყოს...“ - წერს ფარტენაძე.