პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - ომთან შეჩვევა შესაძლოა, რუსეთისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იყოს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

ომთან შეჩვევა შესაძლოა, რუსეთისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იყოს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

„დაღლილობის, სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მივუდგეთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. იქ ადამიანები, ბავშვები იღუპებიან. ბომბები ცვივა საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებზე“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის უსაფრთხოების საკითხიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე წყდება“.